ესტუმრეთ საქართველოს თვალწარმტაც კუთხეებს, სავსე ცისკენ აღმართული მთებით, შუა საუკუნეების კოშკებით, ველური ბუნებითა და თბილი ხალხით.

როგორ მოვხვდეთ რეგიონში და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე
თბილისიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, სტეფანწმინდისკენ მიმავალ გზაზე 50 კმ-ში, სოფელ ჩინთთან გადასახვევია ხელმარჯვნივ, სადაც გრუნტის გზა მიუყვება ჟინვალის წყალსაცავს, გაივლის სოფელ
ფშავ-ხევსურეთი სამხრეთ კავკასიის უნიკალური რეგიონია. ის თბილისთან მდებარე ერთ-ერთი უახლოესი მთიანი რეგიონია. თუ გსურთ დატკბეთ ველური ბუნებით, მთებით, ხეობებით, ციცაბო ფერდობებით, წმინდა სალოცავებით, მდინარეებით, შუასაუკუნეების პერიოდის დასახლებებით ძველი ციხე-კოშკებით, ფშავ-ხევსურეთი სწორი არჩევანია. ეს ვებ-გვერდი შექმნილია ტურისტებისთვის, მოლაშქრეებითვის, ცხენების მოყვარულებისა და ყველასთვის, ვისაც სურს გაიცნოს ეს მომხიბლავი რეგიონი, სადაც შუა საუკუნეები ხვდება აწმყოს.