ფშავ-ხევსურეთის ისტორია
არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილი ნივთების მიხედვით ირკვევა, რომ პრეისტორიულ ხანაში ადამიანს დღევანდელი ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე უცხოვრია.
ქართულ ისტორიულ წყაროებში ხევსურეთი და ფშავი ერთად იხსენიება როგორც “ფხოვი”, თვით ხევსურები და ფშავლები კი — “ფხოველებად”. ეს სახელწოდება დღეს მხოლოდ ერთ სოფელს, შუაფხოს (ფშავი) შერჩენია.
ფხოველები პირველად მოხსიენებულები არიან ნაწარმოებში “მოქცევა ქართლისა”, როდესაც წმ. ნინომ იბერიის სამეფო ქრისტეს რჯულზე მოაქცია (326.წ). მემატიანეს ცნობით, ფხოვი IV საუკუნეში დასახლებული ყოფილა, წარმართ ფხოველებს ქრისტიანობა არ მიუღიათ და მათი ნაწილი თუშეთში და კავკასიონის მიღმა მხარეში გადახვე- წილა. ფხოვის მთელი ტერიტორია XI საუკუნეში კვეტარის საერისთავოში შედიოდა, შემდეგ — ერწო-თიანეთის სამოურავოში. საზოგადოდ, მთა სახასო (ბატონყმობა არ არსებობდა) იყო, ის მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა. მთის გამგებლობა მეფის მიერ დანიშნულ მოურავებს ჰქონდათ ჩაბარებული. მათ ევალებოდათ ჩრდილო კავკასიის საზღვრების დაცვა და ლაშქრის გამოყვანა, რადგან საუკეთესო მეომრებად ით- ვლებოდნენ. ფშავ-ხევსურები ბრძოლის დროს საკუთარი სალაშქრო დროშით გამოდიოდნენ. ადგილობრივ თემებს ხევისბერები განაგებდნენ თემური ადათების მიხედვით და თუ თავისუფლებას მეფის ხელისუფლებისაგან რაიმე საფრთხე მოელოდა, მზად იყვნენ განდგომისა და ამბოხებისათვის.
არაგვის ხეობის მაღალმთიან რეგიონს ხევისბერები განაგებდნენ. პატრიარქალური დროის ადათ-წესებმა ჩვენს დრომდე იარსება. ხევისბერები კრებდნენ ხალხს საომარი თათბირებისთვის; მათ მოვალეობას შეადგენდა ხალხური ჩვევების შე- ნახვა, კანონების, სამართლის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში ჯარის შეკრება. ისინი ემორჩილებოდნენ საქართველოს მეფეს, თუმცა არ ღალატობდნენ თემურ ერთიანობას.
თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში, XII ს-ში ფხოველები სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდნენ, მაგრამ სამთვიანი ბრძოლის შემდეგ ზავი ითხოვეს და ერთგულების პირობა დადეს. XV საუკუნეში, ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანაში, ფშავ-ხევსურეთი თუშეთთან ერთად განუდგა კახეთის სამეფოს, მაგრამ XV საუკუნეში ისევ მისი მოკავშირე გახდა.
ფშავ-ხევსურები აქტიურად ერეოდნენ XIX საუკუნეში კავკასიელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. შატილელები მონაწილეობდნენ შამილთან ბრძოლებში, ამაგრებდნენ ციხეებს, წინააღმდეგობას უწევდნენ ლეკების ჯარებს და ამარცხებდნენ კიდეც.
სტრატეგიული და სამხედრო თვალსაზრისით ეს მხარე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქვეყნის დამცავ კარიბჭეს წარმოადგენდა და ბარს მოთარეშე რაზმებისგან იცავდა.
1950-იანი წლებიდან იწყება მიგრაციული პროცესები მთიდან ბარისკენ. მიწების ასათვისებლად და მთიანი რაიონების მოსახლეობის დასასაქმებლად საბჭოთა მთავრობის მიერ ე.წ. `გეგმური“ გადასახლებები განხორციელდა. ამან გამოიწვია დასახლებების მოშლა, მრავალი სოფელი ნასახლარად იქცა, მოიშალა უნიკალური კუთხური ხალხური სამეურნეო და საყოფაცხოვ- რებო ადათ-წესები და ჩვეულებები. ეს სიტუაცია დღემდე არ შეწყვეტილა. XXI საუკუნისთვის ფშავ-ხევსურეთში რამდენიმე ასეული მუდმივი მცხოვრები დარჩა.
ფშავ-ხევსურეთი დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის.