ასას აღკვეთილი

ასას აღკვეთილი მოიცავს მდინარე ასას ხეობის მარცხენა კალთას და მისი მარცხენა შენაკადების (არაგვისწყლის, ახიელისწყლის და სხვ.) ხეობების სათა- ვეებს.
ასას აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს ხელუხლებელ წიწვოვან ტყის მასივებსა და ნაშალებს, სადაც მუდმივ თავშესაფარს პოულობს საქართველოს „წითე
ლი ნუსხის“ სახეობები — დათვი, ჯიხვი, არჩვი. ამ ტერიტორიას, სავარაუდოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯიქისთვისაც. სწორედ ამ ადგილებში აღინიშნა ჯიხვის მოკვლის ბოლო შემთხვევა და ამ ცხოველის კვალიც ბოლო წლების განმავლობაში აქ დაფიქსირდა.
ასას აღკვეთილში ვიზიტორთათვის დაშვებულია საგანმანათლებლო და რეკრეაციული მიზნით მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ფეხითა და ცხენით გადაადგილება; ფოტოებისა და ფილმების გადაღება, ასევე, ბიომრავალფეროვნების ობიექტებზე ვიზუალური დაკვირვება მყუდროების დარღვევის გარეშე; ღამისთევა — სპეციალურ ადგილებსა და თავშესაფრებში.

კომენტარის დატოვება