როშკის ბუნების ძეგლი

როშკის ბუნების ძეგლი მოიცავს მდი- ნარე როშკისწყლის ხეობას, სოფელ როშკიდან კავკასიონის მიმართულებით. ეფექტურ პეიზაჟებს ქმნის კავკასიონის ფერდობები და ერატიული (`მცოცავი“) ლოდების სიმრავლე. აქ არსებული ორი უზარმაზარი დიაბაზის (მაგმური ქანი) ლოდი მიეკუთვნება მსოფლიოს უდიდესი ერატიული ლოდების რიცხვს. შედარებით ნაკლები სიდიდის, მაგრამ შთამბეჭდავი ერატიული ლოდები დიდი
რაოდენობით მიმოფანტულია ხეობის უფრო მაღალ ნაწილებში და, აგრეთვე, სოფელ როშკის სიახლოვეს.
როშკის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ვიზიტორთათვის დაშვებულია არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, საგანმანათლებლო საქმიანობა.

კომენტარის დატოვება