ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი და მისი ზონები

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ხელუხლებელი ჰაბიტატების — ჯიხვის და ნიამორის პოპულაციების დაცვა/აღდგენის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია ბუნების მკაცრი დაცვის ზონა. მკაცრი დაცვის ზონა, ამავე დროს, უზრუნველყოფს აქ მობინადრე სხვა სახეობების კონსერვაციას, ენდემიზმით გამორჩეული ალპური და სუბნივალური მცენარეულობისა და ფლორის კომპლექსების დაცვას.
მკაცრი დაცვის ზონის „აწუნთას მონა- კვეთი“ (აწუნთას ქედი და თებულოს მთის მისადგომები) და ბორბალოს მთის ნაწილი წარმოადგენს თუშეთის დაცუ- ლი ტერიტორიების ჯიხვის არეალის გაგრძელებას ხევსურეთში. ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონაში შესულია არხოტის საჯიხვეები, კერძოდ: ტერღას, ტანიეს, ჭიმღას და ბისნას ხეობების საჯიხვეები. არხოტში მკაცრი
დაცვის ზონა, რუსეთის ფედერაციის მხარეს არსებულ საჯიხვეებთან ერთად, მნიშვნელოვან თავშესაფარს ქმნის ჯიხვის არვეებისათვის.
მკაცრი დაცვის ზონა ნიამორის მცირერიცხოვანი ჯგუფების (ანატორისა და სოფელ არდოტის მოპირდაპირედ მდებარე კლდიანი ტყის მონაკვეთები) თავშესაფარია. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ პრაქტიკულად „თვითშეზღუდვა“ დააწესა ნადირობაზე, ნიამორის რიცხოვნობა ხევსურეთში მატულობს. საქართველოში ნიამორი მხოლოდ თუშეთსა და ხევსურეთშია შემორჩენილი.
პარკის მკაცრ ზონაში დასაშვებია არა- მანიპულაციური სამეცნიერო კვლე- ვების ჩატარება (სამეცნიერო და საგანამანათლებლო, იდენტიფიკაციისა და გამრავლების მიზნით: მცირე რაოდენობის საჰერბარიუმო და საკოლექციო მასალის, მცენარეთა ნაწილების, თესლებისა და ბოლქვების, უხერხე- მლო და მცირე ზომის ხერხემლიანი ცხოველების ამოღება). სამეცნიერო მიზნით ბიოლოგიური მონაცემებისა
და ნიმუშების შეგროვება მკაცრი კონტროლის ქვეშ ხორციელდება და დირექციის თანხმობას საჭიროებს.
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, ცალკე შექმნილია ტრადიციული გამოყენების ზონა, სადაც დაშვებულია ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, მაგალი- თად: თიბვა, ძოვება, შეშის მოპოვება (თუმცა დაუშვებელია ხვნა-თესვა).
ტრადიციული გამოყენების ზონაში ვიზიტორთათვის შესაძლებელია სამეცნიერო კვლევა, საგანმანათლებლო საქმიანობა, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობა, გადაადგილება ფეხით და ცხენით, ასევე, ადმინისტრაციასთან შეთან- ხმებით ავტოსატრანსპორტო საშუა- ლებებით, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.
ეროვნულ პაკში, ბუნებრივი გარემოს დაცვის პარალელურად, რეკრეაციის, ეკოტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობებისთვის შექმნილია ვიზიტორთა ზონა. ახლო მომავალში ტურისტული, დაცვის, კონტროლისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება ადმინისტრაციის ზონაში.
ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია სათავგადასავლო-რეკრეაციული საქმიანობა (მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა, ცხენოსნობა); ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა და სამეცნიერო კვლევების ჩატარება.

კომენტარის დატოვება