ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნა 2014 წელს (საქართველოს კანონი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ 16 აპრილი, 2014 წ.) და მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, როშკის ბუნების ძეგლს და ასას აღკვეთილს. საფეხმავლო ბილიკებით შესაძლებელია თუშეთისა და ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე გადასვლა. ეს ბილიკები ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული მარშრუტებია ბუნების მოყვარულთათვის.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობია 80012 ჰა (მათ შორის, ეროვნული პარკის — 75936 ჰა, როშკის ბუნების ძეგლის — 133 ჰა, ხოლო ასას აღკვეთილის — 3943 ჰა.) და მის უნიკალურობას მთის ლანდშაფტები, მრავალფეროვანი და ხელუხლებელი ეკოსისტემები ქმნის.
დამხმარე ზონა მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში და მის მიღმა არსებულ დასახლებულ პუნქტებს: ანატორი, მუცო, კისტანი, ლებაისკარი, კალოთანა, ამღა, ჭიმღა, ანდაქი, ქინო, ბინდაურთა, არჭილო, ჭეჭყეთი, შატილი, არდოტი (პარკის შიგნით სოფლები), უკანაფშავი (ჭალახევი), უკანაფშავი (ვაკის — სოფელი), ორბეულთა, ხორიელი, ხოშარა, აყნელი, მისახი, ხიტალე, ბაცალიგო, ჩხუბა, უკანაფშავი (ელიაგზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ (ზეისტეჩო), წინხადუ, უსტამალაე, კეო, ბარისახო, ბოჩქვილო, ჭალისოფელი (პარკის მიმდებარე სოფლები).
დაცული ტერიტორიები, როგორც მთლიანად ფშავ-ხევსურეთის რეგი- ონი, რთული ოროგრაფიით ხასიათ- დება. აქ მდინარეების — არღუნის, ასას, ხევსურეთის არაგვისა და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადების ღრმა ეროზიული ხეობები ერთიმეორისგან გამოყოფს ქედებსა და მათ თხემებზე აღმართულ მწვერვალებს. დაცულ ტერიტორიაზე გადის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი და გვერდითი ქედების მონაკვეთი (ჭაუხის მასივსა და მწ. პატარა ბორბალოს შორის).
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარეა მცენარეთა სახეობების მაღალი ენდემიზმის დონით (ენდემურ სახე- ობათა პროპორციული რაოდენობით).

კომენტარის დატოვება