ფაუნა

რეგიონში ხშირად ისმის კავკასიური შურთხის (Tetraogallus Caucasicus) ხმა. იგი კავკასიონის ყველაზე მაღალ უღელტეხილებსა და მწვერვალებზე გვხვდება, თუმცა მისი დანახვა ძნელია. შურთხი ძალიან მაღლა ცხოვრობს. ისევე როგორც კავკასიური ჯიხვი (East Caucaian Tur), ის ზამთარსაც ზღვის დონიდან 3000 მ სიმაღლეზე ატარებს და მხოლოდ გაზაფხულზე, აპრილ-მაისში ეშვება შედარებით დაბლა.
რეგიონი ძუძუმწოვართა მრავალფე- როვნებით ხასიათდება, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩლიქოსანთა თანასაზოგადოება. ჯიხვი (Capra cylindricornis) კავკასიონის მთების ნამდვილი მშვენებაა,
განსაკუთრებით — მამალი, დიდრქიანი ხარ-ჯიხვები, რომლებიც ჯოგებად ბალახობენ მიუვალი მწვერვალების ძირში. მათ ძირითადად პირიქითა ხევსურეთში შეხვდებით.
ფშავ-ხევსურეთში ნიამორის (Capra aegagrus) მცირერიცხოვანი პოპულაცია ბოლო წლების განმავლობაში გამოჩნდა (იხ. გვ 18 — დაცული ტერტორიები); ფშავ-ხევსურეთში გვხვდება არჩვი (Rupicapra rupicapra), იგივე ფსიტი, მისი პოპულაცია ბორბალოს მთის მიდამოებში, სუბალპურ და დეკიან ფერდობებზე ბინადრობს; ასევე: შველი (Capreolus capreolus), გარეული ღორი (Sus scrofa) და კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ერთეული ინდივიდების ნახვის ფაქტები ფიქსირდება.
ფშავ-ხევსურეთი მტაცებელთა ფაუნის მხრივაც გამოირჩევა. აქ გვხვდება მურა დათვი (Ursus arctos), მგელი (Canis lupus), ფოცხვერი (Lynx lynx); ფიქსირდება ჯიქის (Panthera pardus) ნახვის ერთეული შემთხვევები. წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემები: დაღესტნური მემინდვრია (Microtus (Terricola) daghestanicus), გუდაურის მემინდვრია (Chionomis gud), რადეს ბიგა (Sorex raddei) და ვოლნუხინის ან მცირეკავკასიური ბიგა (Sorex volnuchini).
არსებული მონაცემებით, რეგიონში გავ- რცელებულია ფრინველთა 83 სახეობა. კავკასიის ენდემებიდან, კავკასიური შურთხის (Tetraogallus Caucasicus) გარდა, აღსანიშნავია კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi). საქართველოს წითელი ნუსხიდან ფშავ-ხევსურეთში გვხვდება ფრინველთა 5 სახეობა, მათგან ერთი (სვავი, Aegypius monachus) საფრთხეშია გლობალური მასშტაბითაც და შესულია IUCN-ის წითელ ნუსხაში (NT-ის კატეგორიით).
ფრინველთა დამკვირვებლებისთვის — `ბერდვოჩერებისთვის~ საინტერესოა ასევე კოჭობა (Great Rosefinch) და დიდი ბოლოცეცხლა (Guldenstadts Redstart), ლამაზი ჩიტი — წითელფრთიანი კლდეცოცა (Wallcreaper), გუგული (Cuculus canorus), რქოსანი ტოროლა (Eremophilia alpestris), შაშვების და მერცხლების ნაირსახეობა, მთის მწყერჩიტა (Anthus spinoletta), მთის ბოლოქანქარა (Motacilla cinerea), სკვინჩა (Fringilta coelebs)  და სხვა.
ფშავ-ხევსურეთი მდიდარია დიდი ზომის ფრინველთა სახეობებით. სვავის გარდა, რეგიონში ბინადრობს ბატკანძერი (Gypaetus barbatus), ორბი (Gyps fulvus), კირკიტა (Falco tinnunculus), ქორი (Accipiter gentilis), მიმინო (Accipiter nisus), მთის არწივი (Aquila chrysaetos) და სხვ. ასევე საყურადღებოა კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzii), მწვანე ყარანა (Phylloscopus nitidus) და თავწითელა მთიულა (Serinus pusillus).
ქვეწარმავლებიდან აქ ბინადრობს ხვლი- კიჭამია გველი (Malpolon monspessulanus), კავკასიური გველგვესლა (Vipera kaznakovi), მარდი ხვლიკი (Lacerta agilis), ქართული ხვლიკი (Lacerta rudis), ანკარა (Natrix natrix) და სხვა.
ფშავ-ხევსურეთი დღის პეპლების სიუხვით გამოირჩევა. დაფიქსირებულია გლობალურად იშვიათი სახეობები — აპოლონი (Parnassius apollo),არაფარდი მრავალთვალა (Lycaena dispar), არიონი (Maculinea arion), ასევე, კავკასიის იშვიათი ენდემი — კავკასიური აპოლონი (Parnassius nordmanni). სულ მწერებიდან საქართველოს წითელ ნუსხაში შესულია 9 სახეობა.

კომენტარის დატოვება