ფლორა

რეგიონის ბიომრავალფეროვნებას ცენტრალური და აღმოსავლეთ კავკასიონის მიჯნაზე მისი მდებარეობა განაპირობებს. ფშავ-ხევსურეთის ფლორა იშვიათ სახეობებს შეიცავს. მათგან 20-ზე მეტი სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში. აქ ასევე გვხვდება რეგიონის მასშტაბით იშვიათი სახეობები.
ენდემიზმის დონე (ენდემურ სახეობათა პროპორციული რაოდენობა) განსაკუთრებით მაღალია მცენარეთა სახეობებს შორის. ფშავ-ხევსურეთის ფლორა შეიცავს კავკასიის 212 ენდემურ სახეობას, რაც ნიშნავს, რომ კავკასიაში გავრცელებული ენდემური 17 გვარიდან აქ 7 გვხვდება; შესაბამისად, ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების 35.4% კავკასიის ენდემია.
რეგიონში — ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის (მდინარე არაგვის აუზის ხეობა), მთების შუა სარტყელში წიფლნარი და მუხნარ-რცხილნარი გვხვდება, სუბალპური ტყის სარტყელში — მაღალმთის ბუჩქნარი და სუბალპური მაღალბალა- ხეულობა; ალპური სარტყელი წარმოდგენილია ალპური მდელოებით; და ბოლოს, პეტროფილური ფლორა გვხვდება სუბნივალურ სარტყელში. აღნიშნული ოთხივე სარტყელია წარმოდგენილი ასას და არღუნის ხეობებშიც (პირიქითა ხევსურეთი). ფშავ-ხევსურეთის ტყეები წარმოდგენილია მურყნარებით (Alnus Barbata, A. incana) და ტირიფის სახეობებით (Salix exelsa, S.alba), ცალკეულ ადგილებში გვხვდება ოფი (Populos nigra) და ხვილო (Populos patraea subsp.iberica). მისი გავრცელების ოპტიმალური სიმაღლე ზ.დ. 1000 მეტრია. მუხნარების ფორმაციაში წარმოდგენილია მუხნა- რები-რცხილნარის, მუხნარები-იელის, მუხნარები-თხილნარების, მუხნარები -შინდის, მუხნარები-თივაქასრას, მუხ- ნარები-მთის წივანას მონაწილეობით. უფრო მაღლა, ზ.დ. 1500-1800 მ-ზე მას ენაცვლება მაღალი მუხა (Quercus macranthera). ეს ტყეები ფშავ-ხევსურეთში საკმაოდ გაჩეხილია და მათ ადგილზე იელი (Rhododendron leteum) და ველური ხილი — პანტა, მაჟალო, კუნელი და ზღმარტლია გავრცელებული. ჩრდილო ფერდობზე დომინანტურია წიფელი (Fagus orientalis), მას ერევა რცხილა (Carpinus betulus, C. caucasicus),  ნეკერჩხალი (Acer Campestre, A. laetum),  იფანი (Fraxinus exelios), თელა (Ulmus tremula), ვერხვი (Pipulus Tremula). უფრო ზემოთ წარმოდგენილი არყი (Betula pendula), მაღალმთიანი მუხა (Quercus macrathera). ბუჩქნარებიდან აღასანიშნავია თხილი (Corylus avellana), ძახველი (Viburnum opulus), ასკილი (Rosa canina) და ა.შ.

მთის შუა სარტყლის ტყეები (1500-1700 მ) წარმოდგენილია წიფლნარითა და მუხნარებით და თანდათან სუბალპურ ტყეებში გადადის. აქაურობისთვის დამახასიათებელია არყნარი ტყეები (Betula litwinowii). პირიქითა ხევსურეთში გავრცელებულია ჩრდილო კავკასიის ენდემური ჯიში სავი არყი (Betula raddeana); შემდეგ ერევა ჭნავი (sorbus aucuparia, S.caucasigena), მდგნალი (salix caprea), და ა.შ პირიქითა ხევსურეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავკასიური ფიჭვის (Pinus sosnowskyi) ხვედრითი წილი. არყნარი ტყეების
ზოლი ზოგ ადგილას ზღვის დონიდან 2500 მ-ს აღწევს და მასში ერევა დეკა, იელი, ტირიფი და ა.შ.

სუბალპურ მდელოებზე გავრცელებულია იშვიათი ბალახების 200-ზე მეტი სახეობა, რომელსაც ანალოგი საქარ- თველოში არ გააჩნია. სუბალპებში გავ- რცელებულია კავკასიური დეკნარები (Rhododendron caucasicum) და მოცვის (Vaccinium myrtilus, V, vitis idaea) სახეობები. აღსანიშნავია, რომ დეკა მუდამ ჩრდილოეთ ფერდობზე იზრდება და არასოდეს — სამხრეთზე. სუბალპურ ზონაში გავრცელებულია ასევე ბიბერშტეინის და ალპური მოცხარი (Ribes biebersteini, R. alpinum), უზნარი (Viburnum lantana), წერწვა (Lonicera caucasica), ხურტკმელი (Grossularia reclinata). დეკიანი განსაკუთრებით გავრცელებულია არღუნის და ასას სუბალპურ და ალპურ სარტყელში.
რეგიონში გავრცელებულია სონსოვსკის დიყი (Heracleum sonsowksyi). იგი საკმაოდ სახიფათო მცენარეა — შიშველ სხე- ულზე მოხვედრისას ნაკაწრს ტოვებს, რომელიც მალე წყლულდება და დიდხანს მოუშუშებელი რჩება.
პირიქითა ხევსურეთში ალპური მდელოებით (ალპური ხალები) ზღვის დონიდან 2900-3300 მ სიმაღლეზეა წარმოდგენილი. ალპურ ხალებს ქმნიან დაბალი მცენარეები (Taraxacum confusum, Carum caucasicum, Poa alpine, Carex micropodioides, Briza marcowiczi, Luzula sudetica, Platago saxatilis, Minuartia oreina). ალპური მდელოები გვხვდება არხოტის მთაზე, გურო-გიორგიწმინდის ხეობებში, ხონესა და აწუნთაში.

რელიქტური და ენდემური სახეობები — ფშავ-ხევსურეთის ფლორაში მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი მცენარეთა უძველესი, ადგილობრივი და უნიკალური ჯიშები, მაგალითად: უთხოვრის კორომი, კავკასიური დეკა (Rhododendron caucasicum),ლივინოის და რადეს არყი (Betuna litwinowi, B.raddeana) და ეკლიანი გლერძა (Astracanta denudata, Astragalus denudatus).  საქართველოში მხოლოდ შატილისა და წუქიოს მიდამოებში გვხვდება ჰაიესტანის ჭნავი (Sorbus hajestana), რომელიც ბოლო დრომდე სომხეთის ენდემად მიიჩნეოდა. ფშავ-ხევსურეთის ფლორის ნახევარი მხოლოდ საქართველოსთვის და კავკასიონისთვის დამახასიათებელი, უნიკალური მცენარეებისგან შედგება.

ლოკალური ენდემებია ფშავის ტყის კამა (Peucedanum pschavicum), ჭრელი ჩაწყობილი ბაია (Ficaria varia), შატილის ანისული (Pimpinella schatilensis),
ხევსურული ხახვი(Allium chevsuricum), ოჩიაური ხახვი (Allium ochiauries), პატარათავცეცხლა (Galepsis nana). მრავლად გვხვდება კავკასიის ენდემები. განსაკუთრებით კი მდიდარია როშკა-არხოტის და შატილ-მიღმახევ-აწუნთა — თუშეთის ტურისტული ბილიკების მიმდებარე ტერიტორიები.

სამკურნალო და სამეურნეო მცენარეები. ფშავ-ხევსურეთში მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბართან სიშორის გამო მოსახლეობა იძულებული იყო, სამკურნალო საშუალებები ადგილზე გამოენახა. ამ მიზნით ფართოდ გამოიყენება ადგილობრივი ფიტოგენოფონდი. სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეები ფართოდ არის გავრცელებული მდინარე ანდაქის წყლის ხეობაში. ეს არის სხვადასხვა ვიტამინებით მდიდარი სვია (Humulus lupulus) და ქაცვი (Hippophae rhamnoides). სუბალპურ და ალპურ სარტყელში ფართოდ არის გავრცელებული კავკასიური დეკა, ასკილი, ჟოლო, კეწერა და მოცვი. როშკის კლდეებზე აგრეთვე იზრდება ხარიშუბლა (Senecio platypyllus), რომლისგანაც ამზადებენ საგულე საშუალებას — პლატიფილინს. პირიქითა ხევსურეთში გვხვდება დუცი (Angelica tatianae), რომელიც კუჭ-ნაწლავების დაავადებების დროს გამოიყენება.

კომენტარის დატოვება