ტურისტული მარშრუტები

ფშავი

1 ბარისახო — ორწყალი — თხილიანა — შუაფხო — მუქო — უკანაფშავი

მარტივად გასავლელი სამანქანო გზა (გრუნტი). მანძილი: 25 კმ ხანგრძლივობა: ფეხით 7 სთ მაქსიმალური სიმაღლე: 1630 მ მინიმალური სიმაღლე: 1330 მ
ბარისახოდან 6 კმ-ის მანძილზე, სოფელ ორწყალში გადასახვევია ხელმარჯვნივ, სადაც გრუნტის გზა მდინარე ფშავის არაგვის ნაპირს მიუყვება. მარშრუტზე „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანით შესაძლებელია უკანაფშავამდე ჩასვლა. მარშრუტიდან კავკასიის მთავარ ქედამდე გადადის საფეხმავლო ბილიკები სოფლებიდან — შუაფხო, მუქო (1.1) და უკანაფშავი (1.2).
ფშავის სოფლებიდან კავკასიონის ქედზე გადასასვლელი ბილიკები

1.1 მუქო — მათურა — ბოროლას ქედის მიდამოები

მანძილი: 14 კმ. საშუალოზე რთული ხანგრძლივობა: ფეხით 6 სთ მაქსიმალური სიმაღლე: 2900 მ მინიმალური სიმაღლე: 1330 მ
ბილიკი სოფელ მუქოს მიდამოებში იწყება და მდინარე მათურხევის ხეობამდე მიდის. პატარა ხის ბოგირებით მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადა- სვლა მრავალჯერ არის შესაძლებელი. ეს ბოგირები გაზაფხულის წყალდიდობისას ხშირად წყალს მიაქვს და მათი ადგილმდებარეობა წლიდან წლამდე იცვლება. 5 კმ-ის გავლის შემდეგ გზა პატარა სოფელ მათურას აღწევს, სოფლიდან მდინარის აღმოსავლეთ ნაპირით ადის ქედზე და ადგილობრივ ხატამდე (1700 მ ზღ.დ-დან) მიდის. შემდეგ მთიან მასივს გარს უვლის და აუყვება 2 100 მ სიმაღლემდე. აქედან ტრასა აღმასვლას წყვეტს და ქედის გასწვრივ ჰორიზონტალურად გრძელდება, აღმოსავლეთის მიმართულებით, მდინარე ბორილოს- ხევის პარალელურად. რამდენიმე კმის შემდეგ ის დიდი კავკასიონის ქედის ძირს აღწევს, კვეთს მდინარეს და ციცაბო, 700-მეტრიანი აღმართით ქედისკენ აუყვება. ამ მანძილის გავლის შემდეგ, ზღ.დ-დან 2900 მეტრ სიმაღლეზე მარშრუტი მესამე ბილიკს (დათვის- ჯვარი — ბოროლა) უერთდება.

1.2 უკანაფშავი — საორბისგორის ქედი
მანძილი: 7 კმ. საშუალო სირთულის ხანგრძლივობა: ფეხით 4 სთ მაქსიმალური სიმაღლე: 3000 მ მინიმალური სიმაღლე: 1620 მ
ბილიკი უკანაფშავის სოფელ ელიასგზიდან ჩრდილოეთით აუყვება საორბისგორას. 7 კმ-ში უერთდება მესამე ბილიკს (დათვისჯვარი — ბოროლა), საიდანაც შესაძლებელია როგორც ანდაქის უღელტეხილზე (აღმოსავლეთით 13 კმ-ში), ასევე დათვისჯვრის უღელტეხილზე (დასავლეთით 7 კმ) გადასვლა. ანდაქის უღელტეხილიდან ჩრდილოეთით გზა ეშვება სოფელ ანდაქში, მუცოსა და შატილში, ხოლო აღმოსავლეთით მთა პატარა ბორბალოზე გადადის.

ხევსურეთი

2 ბარისახო — როშკა — აბუდელაური — ჭაუხი — ჯუთა — სტეფანწმინდა
მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხით, ცხენით და ნაწილობრივ მანქანით (ბარისახოდან როშკამდე და ჯუთიდან სტეფანწმინდამდე).
მანძილი: 14 კმ (როშკა — ჭაუხის მანძილი), ხოლო მთლიანი გზა (ბარისახო — სტეფანწმინდა) — 50 კმ საშუალოზე რთული ხანგრძლივობა: ფეხით 6-7 სთ მაქსიმალური სიმაღლე: 3338 მ მინიმალური სიმაღლე: 2000 მ
სოფ. ბარისახო — სოფ. გუდანის გზაზე, 9 კმ მანძილზე გადასახვევია ხელმარცხნივ და მდ.არაგვის მარჯვენა მხარეს სამანქანო გრუნტის გზა მიდის სოფელ როშკამდე. აქ ლანდშაფტურად მთის შუა სარტყლის ფოთლოვანი ხეებია წარმოდგენილი. ვიზიტორი იხილავს „წითელი ნუსხის“ სახეობის — მაღალმთის მუხის (Qუერცუს მაცრანტჰერა) მუხნარებს, ასევე თელას (Uლმუს გლაბრა). როშკიდან (2000 მ ზღ.დ-დან) მარშრუტი მ.ჭაუხის (3852 მ ზღ.დ-დან) მასი- ვისკენ მიემართება და აბუდელაურის ალპურ ტბათა (2600 მ.) კომპლექსამდე მიდის. სოფ.როშკიდან აბუდელაურამდე (მ.ჭაუხის სამხრეთი კალთა) 4 კმ-ია. აქ არის იურული პერიოდის ინტრუზივის წარმონაქმნი, ე.წ „მოქანავე ლოდები“, რომელსაც ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიენიჭა და შეტანილია „წითელ წიგნში“; აქვეა ვოკლუზები და ალპური „მწვანე ტბები“.
მ.ჭაუხის (3 338 მ ზღ.დ) ქედიდან იშლება ულამაზესი პანორამა, რომელიც მოიცავს ჭაუხის მასივის სამხრეთ ნაწილს, ყაზბეგის მწვერვალს, ჩრდილოეთ კავკასიონის მთავარ ქედს. აქედან მოჩანს ასევე საძელესა და არხოტისთავის უღელტეხილები, ჩრდილო-აღმოსავლეთით — არხოტის, კალოთანისა და ტანიეს ქედები დათვისჯვრის უღელტეხილამდე.
მარშრუტი გადადის კავკასიონის მთავარ ქედზე და 7 კმ-ში ვხვდებით პირველ დასახლებულ პუნქტს — სოფელ ჯუთას (2150 მ ზღ.დ), საიდანაც სნოს ხეობით სამანქანო გზა რაიონულ ცენტრ სტეფანწმინდამდე მიდის.

2.1 როშკა — საძელეს უღელტეხილი — ჯუთა — სტეფანწმინდა
ბოლიკამდე მისვლა შესაძლოა საფეხმავლო გზითაც, რომელიც იწყება ბარისახო-გუდანის გზაზე, დაახლ. 8 კმ-ში ხიდზე გადასვლის შემდეგ ბილიკი 7 კმ მანძილზე უერთდება როშკას. მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხით, ცხენით.
მანძილი: 7 კმ. საშუალო სირთულის ხანგრძლივობა: ფეხით 6-7 სთ მაქსიმალური სიმაღლე: 3056 მ მინიმალური სიმაღლე: 2000 მ
მარშრუტი ბარისახოდან როშკამდე სამანქანო გზას მიუყვება. აქ ჩრდილო- დასავლეთით, როშკის ხევის გაყოლებით მიდის ტაფობამდე, რომელიც საძელეს უღელტეხილის (3 056 მ) ძირშია. დაახლოებით 2500 მ სიმაღლეზე იწყება ციცაბო აღმართი უღელტეხილამდე. ამ ადგილს უერთდება 4.2 ბილიკი.
როშკა-ჯუთის ამ მონაკვეთის გავლა უფრო მარტივია, ვიდრე ჭაუხების მონაკვეთისა (ბილიკი 2).


3 დათვისჯვრის უღელტეხილი — ჭანჭახი — ბოროლა — ანდაქის უღელტეხილი
მანძილი: 19 კმ. საშუალოზე რთული ხანგრძლივობა: ფეხით 8-9 სთ მაქსიმალური სიმაღლე: 3024 მ მინიმალური სიმაღლე: 2000 მ
ბილიკი იწყება დათვისჯვრის უღელტე- ხილიდან (2 767 მ) და მთავარი გზით აღმოსავლეთით მიემართება, შემდეგ დაბლა ეშვება მდინარე ჭანჭახისწყლამდე (2 500 მ); ბილიკი გაივლის ნასოფლარ ხახაბოში მიმავალი მარშრუტის (7.1 — დათვისჯვარი — წუბროვანა/ჭანჭახის უღელტეხილი) გადასახვევს, რომელიც ჭანჭახისწყალს აუყვება ნასოფლარ ხა- ხაბომდე და გადადის არდოტის ხეობაში. თავად მესამე ბილიკი სამხრეთისკენ უხვევს და კავკასიონის მთავარ ქედზე ადის. 3 000 მეტრზე ასვლის შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაივლის მწვერვალ ჭანჭახისმთას (3 024მ), მწვერვალ ბოროლას (2 954 მ) და გადაკვეთს ფშავისკენ გადასასვლელი ბილიკების გადასახვევებს (1.1 და 1.2).
მესამე მარშრუტი აღმოსავლეთით, ქედის გასწვრივ 13 კმ მანძილზე ანდაქის უღელტეხილს აღწევს (2 887 მ), საიდანაც შესაძლებელია როგორც მუცოსა და შატილში ჩასვლა, ასევე თუშეთში გადასვლა, პატარა ბორბალოს მთის მიდამოების გავლით.

4 კისტანი — კალოთანას უღელტეხილი (2 978 მ) — კალოთანას და ასას ხეობები — ამღა — ახიელი — არხოტი — ჯუთა
მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხით, ცხენით.
მანძილი: 38 კმ. რთულად გასავლელი ხანგრძლივობა: 2-3 დღე მაქსიმალური სიმაღლე: 3 287 მ მინიმალური სიმაღლე: 1700 მ
კისტანიდან ტრასა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, ზღ.დ-დან 3000 მ სიმაღლეზე ასვლისას აღმოსავლეთით, კავკასიონის მთავარ ქედს მიუყვება. მდინარე აკნეხისწყლის სათავეებთან აღმოსავლეთით ეშვება და ჩრდილოეთით უხვევს ანატორისღელის უღელტეხილისკენ (2768 მ). ბილიკი, არმისული კალოთანას უღელტეხილამდე, იყოფა — ერთი, მთავარი ბილიკი ჩრდილოეთით, კალოთანას უღელტეხილამდე 3000 მ-ზე მაღლა კავკასიონის ქედებს მიუყვება, ხოლო მეორე ბილიკი 4.1 სამხრეთით ეშვება ატაბეს გავლით გუდანამდე (11 კმ,5).
მთავარი, მე-4 ბილიკის გზა კალოთანას უღელტეხილიდან, ჩრდილოეთის მიმართულებით ეშვება მდ.კალოთანას ზემო შენაკადებისკენ და მიუყვება ხეობას კალოთანას ნასოფლარამდე (1700 მ). შემდეგ ბილიკი ხეობის გასწვრივ მდ. ასას შენაკადამდე ეშვება. აქედან მარშრუტი უერთდება მე-5 ბილიკს, რომელიც შატილში და/ან არხოტის ხევში გადადის.
დასავლეთით ბილიკი — ასას და კალოთანას შეერთების ადგილიდან 4 კმ-ში, მდინარე ასას პარალელურად, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გრძელდება. სოფელ ახიელიდან ბილიკი 7 კმ მანძილზე გრძელდება, გზად, მდინარესთან ერთად სამხრეთით უხვევს და უერთდება როშკიდან არხოტისკენ მიმავალ ბილიკს. როშკაღელეს გავლით (4.2 ბილიკი — 9.5 კმ). დაახლ. 5 კმ-ის მანძილზე ბილიკი მთის ნაკადს მიუყვება, უხვევს დასავლეთით არხოტის უღელტეხილამდე.
არხოტისწყლის უღელტეხილთან (3 287 მ) გზა ქვემოთ ჩადის ხეობის მიმართულებით 2 800 მ სიმაღლემდე, და კვლავ ქვემოთ, პატარა მდინარე ვეშა- წყალს მიუყვება 2700 მ-სიმაღლეზე. აქ გვხვდება მნიშვნელოვანი ბილიკი, რომელიც როშკაში გადადის (2.2 — როშკა — საძელე). გზად გვხვდება სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო, საიდანაც ჯუთამდე 4 კმ-ია. ჯუთიდან იწყება გრუნტის სამანქანო გზა სნოს ხეობამდე.

4.1 უკანდახუ — ატაბე — გუდანი

ეს ბილიკი აკავშირებს მეოთხე ბილიკს მეორესთან (როშკაში გადასასვლელი ბილიკი).

5 შატილი — გიორგიწმინდა — კალოთანას უღელტეხილი (2 978 მ) — კალოთანას და ასას ხეობები
მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხით, ცხენით და ნაწილობრივ მანქანით (შატილი — გიორგიწმინდა). მანძილი: 29 კმ. საშუალოზე რთული ხანგრძლივობა: 2 დღე, ფეხით 10 სთ მაქსიმალური სიმაღლე: 3486 მ მინიმალური სიმაღლე: 1800 მ
შატილი — გიორგიწმინდის სამანქანო გზის გავლის შემდეგ ბილიკი აუყვება მდინარე გიორგიწმინდის წყლის ხეობას ისართღელეს უღელტეხილამდე (3 486მ). გზა გრძელდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით სოფელ ტანიემდე. აქ გზა იყოფა ჩრდილო და სამხრეთ მიმართულებად. ორივე გზიდან შეიძლება ხევში გადასვლა. სამხრეთის გზა (5.1) ტანიეს ხეობას აუყვება ტანიეს ტბასთან (2232 მ), შემდეგ სამხრეთით გრძელდება, სადაც ზღ.დ-დან 3000 მ სიმაღლეზე ასვლისას უერთდება მე-4 ბილიკს და სოფელი ატაბეს გავლით მიემართება გუდანის მიმართულებით.
თავად მეხუთე ბილიკი სოფელი ტანიედან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მდინარე ასას შენაკადამდე გრძელდება; შემდეგ უერთდება მე-4 ბილიკს (ასას და კალოთანას შეერთების ადგილი), რომელიც მდ.ასას სათავეებიდან აუყვება სოფელ ახიელამდე და გადადის ხევში.

6 შატილი — ანატორი — მუცო — ხონიჭალა — ხიდოტანი — აწუნთის უღელტეხილი
მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხით, ცხენით და ნაწილობრივ მანქანით (შატილი — მუცო — ხონიჭალა 14 კმ). ეს ერთ-ერთი პოპულარული ბილიკია, რომელიც თუშეთიდან ხევსურეთში გადმოსასვლელ კორიდორს ქმნის.
მანძილი: 25 კმ. საშუალოზე რთული ხანგრძლივობა: 2 დღე, ფეხით 8-9 სთ, ნაწილობრივ მანქანით 5 სთ. მაქსიმალური სიმაღლე: 3519 მ მინიმალური სიმაღლე: 1800 მ
მარშრუტი შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, გრუნტის სამანქანო გზით, მდ.არღუნის გაყოლებით მიემართება. 2 კმ-ში, სადაც მდ.ანდაქი მდ.არღუნს უერთდება, გვხვდება ანატორის სამარხები. სამანქანო გზა სამხრეთის მიმართულებით, მდ.ანდაქის ხეობას მიუყვება, სადაც 12 კმ-ში მდებარეობს სოფელი მუცო. მუცოდან მდი- ნარე ხონისწყლის გაყოლებაზე ბილიკი სოფელ ხონიჭალაში გაივლის და გრუნტის გზით (1900 მ) მივყავართ ციცაბო აღმართამდე, გაივლის ტყეებს და აღწევს პატარა პლატოს. აქედან დაახლოებით 2500 მ სიმაღლეზე, ხიდოტანის კალთებიდან არის გადასახვევი მეორე- ხარისხოვან ბილიკზე (6.1 — ხიდოტანის ქედი — მდინარე ანდაქი), ხოლო ძირითადი მარშრუტი გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით, აწუნთის უღელტეხილის (3519 მ) მიმართულებით. პატარა მდი- ნარე ხაროსწყლიდან რამდენიმე კმ-ში, დაახლ. 3000 მ სიმაღლიდან ციცაბო სერპანტინი აუყვება ფიქლის კლდეების ფერდობებს, სადაც რამდენიმე კმ-ში ვხვდებით აწუნთის უღელტეხილზე.

6.1 ხიდოტანის ქედი — მდინარე ანდაქი

ორი დიდი მარშრუტის დამაკავშირე- ბელი ეს ბილიკი საშუალებას გვაძლევს, ხიდოტანის ქედიდან დასავლეთის მიმართულებით პირდაპირ ანდაქის ხეობაში ჩავიდეთ. კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც აწუნთის მიდამოებიდან მოკლე გზით ფშავის რეგიონში ან შუა ხევსურეთში სურს მოხვედრა.
მანძილი: 4 კმ. საშუალოზე რთული ხანგრძლივობა: 2 სთ მაქსიმალური სიმაღლე: 2400 მ მინიმალური სიმაღლე: 1800 მ

7 შატილი — მუცო — არდოტი — ანდაქი — არჭილო — ანდაქის უღელტეხილი — ბორბალო
მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხით, ცხენით და ნაწილობრივ მანქანით (შატილი — მუცო — არდოტი 16 კმ) მუცოდან ანდაქის უღელტეხილამდე ბილიკი მრავალჯერ გადაკვეთს მდი- ნარე ანდაქს და მის მცირე შენაკადებს. აქედან გამომდინარე, გაზაფხულობით წყლის დონის მომატებისას ტრასაზე მოძრაობა შეიძლება გართულდეს.
მანძილი: 25 კმ. რთულად გასავლელი ხანგრძლივობა: 9 სთ ფეხით, 6 სთ მანქანით და ფეხით მაქსიმალური სიმაღლე: 3134 მ მინიმალური სიმაღლე: 1400 მ
მარშრუტი შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამანქანო გრუნტის გზით, მდ.არღუნის გაყოლებაზე მიემართება. 2 კმ-ში, სადაც მდ.ანდაქი უერთდება მდ.არღუნს, გვხვდება ანატორის სამარხები. სამანქანო გრუნტის გზა სამხრეთის მიმართულებით, მდ.ანდაქის ხეობას მიუყვება, სადაც 12 კმში მდებარეობს სოფელი მუცო. მუცოდან გზა ანდაკის ხეობას მიუყვება სოფელ არდოტამდე. არდოტის შემდეგ მარშრუტი გაივლის 1.1 და 6.1 გზების გადასახვევებს. შემდეგ სამხრეთის მიმართულებით, სოფელ ანდაქისა და ნასოფლარ არჭილოს გავლით (1800 მ) ბილიკი ხეობის ვაკეს 6 კმ-ზე მიუყვება. აქ კარგი საკარვე ადგილებია. დაახლ. 2100 მ სიმაღლეზე, სადაც ორი მდინარის შესართავია, ბილიკი სამხრეთ მიმართულებით აუყვება და 2700 მ სიმაღლეზე ადის, კვეთს მდინარე ბოროლას, უხვევს დასავლეთით და ადის სამხრეთით 2700 მ სიმაღლეზე ანდა- ქის უღელტეხილის მიდამოებში; აქედან რამდენიმე კმ-ში ბილიკი მესამე ბილიკს (დათვისჯვრის უღელტეხილი — ბორბალო) უერთდება და პატარა ბორბალოს უღელტეხილზე გადადის.

7.1 სოფელ არდოტის მიდამოები — სოფელი ხახაბო — ჭანჭახის მთის მიდამოები
ეს ბილიკიც ორ დიდ მარშრუტს აკავშირებს (მესამე და მეშვიდე მარშრუტს) და საშუალებას გვაძლევს, ხევსურე- თიდან ფშავში გადავიდეთ. პირველ 6 კილომეტრზე ბილიკი რამდენიმეჯერ გადადის მდინარეზე.
მანძილი: 12 კმ. რთულად გასავლელი ხანგრძლივობა: 6 სთ ფეხით მაქსიმალური სიმაღლე: 3134 მ მინიმალური სიმაღლე: 1800 მ
მარშრუტი იწყება სოფელ არდოტის სამხრეთ მხარეს (დაახლოებით 1 კმ-ში) და მიემართება დასავლეთით, ჭანჭა- ხისწყლის გასწვრივ. 6 კმ-ის მანძილზე გვხვდება სოფელი ხახაბო (2050 მ ზღ.დ), სადაც შუა საუკუნეებში აგებული კომპლექსი მდებარეობს. სოფლის გავლით ბილიკი მდინარის ხეობას სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიუყვება და მომდევნო 6 კმ-ის გავლის შემდეგ, ზღ.დ-დან 2500 მ-ზე მესამე ბილიკს უერთდება.

7.2 ხახაბო — ლებაისკარი

მთავარ გზასთან დამაკავშირებელი ბილიკი (დასავლეთით), რომელიც სოფელი ხახაბოდან ლებაისკარისკენ მიემართება. ბილიკი ხახაბოდან ზ.დ 2050 მ იწყება და მიემართება დათვისჯვრის უღელტეხილის მიმართულებით. ლებაისკართან იგი უერთდება მთავარ გზას. ბილიკი გაივლის მცენარეებით დაფარულ ულამაზეს მდელოებს.
მანძილი: 8 კმ. რთულად გასავლელი ხანგრძლივობა: 4-5 საათი მაქსიმალური სიმაღლე: 2500 მ მინიმალური სიმაღლე: 1800 მ

8 ჩირდილის ჭალა — ჩირდილი — უკანახო — ლიფოდა — უბანი — ჩირდილის ჭალა (წრიული მარშრუტი)
მანძილი: 15 კმ. საშუალოზე რთული ხანგრძლივობა: ფეხით 6-7 სთ მაქსიმალური სიმაღლე: 2000 მ
ბილიკი იწყება სოფელ ჩირდილის ჭალაში, იგი გაუვლის სასაზღვრო ჯარების საგუშაგოს, საიდანაც 400 მეტრში გზა იყოფა. მარცხნივ გრუნტიანი გზა სოფელ ჩირდილში ადის, ხოლო მარჯვნივ — მდინარე ჩირდილს აუყვება და 3,5 კმ ხეობის გავლის შემდეგ ადის სოფელ ბუჩუკურთაში. აქედან გზა ფერდობს გაუყვება ფხიტუს უღელტე- ხილისკენ სოფელ უკანახოში ზ.დ. 1750 მ; შემდეგ ბილიკი სოფელ უკანახოდან მიემართება სოფ.ლიფოდასკენ, რომელიც ჭიუხების სამხრეთ კალთის ქვეშ მდებარეობს. აქედან ციცაბო ბილი- კით ვეშვებით სოფელ უბანში და ისევ სოფელ ჩირდილის ჭალაში ჩავდივართ.

 

გაატარეთ დღე ერთი მთის სოფლის შემოგარენში! (მოკლე წრიული სალაშქრო მარშრუტები)

როშკა (პირაქეთა ხევსურეთი)

შატილი (პირიქითა ხევსურეთი)

მუქო (ფშავი)

ჩოხი (გუდამაყარი)

Сохранить