მდინარეები და ტბები
არაგვი პირაქეთა ხევსურეთის მთავარი მდინარეა, მისი შენაკადებია: ოხერ- ხევი, ხახმატის, ბუჩუკურთის, ლიქოკის, დათვისის წყლები და აკუშოს ხევი. ხევსურეთის არაგვს სოფ მაწმოოსთან ფშავის არაგვი ერთვის და ამ ადგილს ორწყალი ეწოდება. ორწყალიდან (1154 მ ზ.დ.) ფშავ-ხევსურეთის არაგვი ჟინვალის წყალსაცავის მიმართულებით მიედინება; აქ მას მთიულეთის არაგვი უერთდება და შემდეგ კი, მცხეთასთან მტკვარს ერთვის.
ფშავის არაგვი სათავეს ბორბალოს (3135მ) და ბოთანას მთებიდან იღებს. მისი შენაკადებია: ბოთანასწყალი, ასისხევი, ბოგონჩარის ხევი, მდინარე წაწა და ვარეულა. ფშავის არაგვი შუაფხოში უერთდება თეთრახევას.
არხოტის წყლის ხეობა (იგივე ასას ხეობა) შემოზღუდულია მაღალი მთებითა და მყინვარწვერებით, რომელთა სიმაღლე ზღ. დონიდან 3000-4000 მეტრს აღწევს. ამ მწვერვალებიდან ჩამომდინარე წყლები არხოტის ხეობაში გადის. არ- ხოტის წყლის სათავე კავკასიონიდან გამომდინარე ცირცლოვანისა და ჭიმღას წყლებისგან შედგება, სოფელ ახიელიდან ჩრდილოეთისაკენ მიემართება და გზად კალოთანას, ტანიას, ბისნის, ტერღასს და თათელის წყლებს იკრებს. ხიელიდან — ამღიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდინარე ინგუშეთში (რუსეთის ფედერაცია) შედის; აქვეა არხოტისა და ქისტეთის საზღვარი – სახარის მაღალი.
არღუნის წყალი სათავეს დათვისჯვრის მთიდან იღებს, მას წუბროვანისა და გუროს წყლის შენაკადები უერთდება. არღუნის წყალი ჩრდილოეთისაკენ, ჩეჩნეთისაკენ მიედინება; მას ერთვის შატილის-ხევის წყალი და მითხულისწყალი.
არდოტის წყლის სათავე ანდაქისა და არჭილოს მწვერვალებიდან მომდინარე წყლებისაგან შედგება. არდოტის წყალს უერთდება ანგელოზა და ჭანჭახის წყალი. არღუნი და არდოტის მდინარეები სოფელ ანატორთან ერთდებიან. მდი- ნარე შემდეგ ჩეჩნეთში გადის.
მინერალური წყლები — ხევსურეთში მი- ნერალურ წყლებს ვეძას უწოდებენ. მათ შორის არის: ლიქოკის ვეძა, გუდანის წყარო, ნადირხევის ვეძა, ხახმატის და ღულის ვეძა. ამ მჟავე წყლებს შორის ტუტემარილოვანი წყაროები სჭარბობს.
ტბები
ტბა (ტბები) აბუდელაური — მყინვარული (მორენული) ტბა სამი მშვენიერი, ალპური ზონის ტბისგან შედგება: მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბისგან; მდებარეობს როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის — აბუდელაურის სათავეში; ზ.დ. 2812 მ. სარკის ფართობი 0.035 კმ² საზრდოობს
თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით, გამდინარეა. იგი ზამთრის განმავლობაში ყინულით იფარება. განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. ტბაში არ არის თევზი.
ტანიეს ტბა — კარსტული ტბა, მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის ქედის ჩღდილოეთ კალთაზე, ზ.დ. 2232 მ. სარკის ფართობი 0,033 კმ², პირიქით საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, გამდინარეა, თევზი არ არის.