კლიმატი

ფშავ-ხევსურეთის კლიმატი სიმაღლებრივი ზონების მიხედვით იცვლება. ჰაერის მასების მიმართულებაზე გავლენას კავკასიონის მთათა სისტემა ახდენს. შესაბამისად, სხვადასხვა ხეობას ხშირად განსხვავებული კლიმატი ახა- სიათებს. რეგიონის ჩრდილოეთი მხარე — პირიქითა ხევსურეთი (არხოტ-შატილ-არდოტი), სამხრეთთან (პირაქეთა ხევსურეთი და ფშავი) შედარებით, უფრო ცივი და სუსხიანია. სიმაღლე ზღვის დონიდან 1800-4500 მეტრს აღწევს და ალპურ ზონას (წლის საშუალო ტემპერატურა +5 C-ია) ეკუთვნის. ზამთარი სუსხიანია და თოვლ-ყინვებიანი. იანვრის ტემპერატურა -12-18 ჩ-ია. ზაფხული გვიან დგება, შემოდგომა – ადრე. ზაფხული გრილია (ივლისის ტემპერატურა +10+14 C-ია), მოკლე და ნესტიანი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 1000 მილიმეტრს აღწევს და უმთავრესად თოვლის სახით მოდის.
ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში ჰავა მთის ტყეების ჰავის ზოლს (650-2000 მ) უნდა მიეკუთვნოს, სადაც ზომიერად ცივა და წლის საშუალო ტემპერატურა ქვემო ზონაში +11 C-ია, ხოლო ზემო ზონაში +5 C. ზაფხული აქ თბილია, შემოდგომა კი — მზიანი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ 1200 მილიმეტრია.

კომენტარის დატოვება