საოჯახო სასტუმრო სახლები

ფშავი

მაღაროსკარი

სასტუმრო „ფშავი“
მისამართი: სოფელი მაღაროსკარი, ფშავი
საკონტაქტო პირი: ბესო წოწკოლაური
ტელეფონი: +995 599 18 88 83; +995 55 78 52 75
სასტუმროში კარგი პირობებია ჯგუფური და ინდივიდუალური ტურისტებისთვის. სტუმართა განკარგულებაშია ოთახები ცხელი წყლით, საკაბელო ტელევიზიით, ინტერნეტითა და სამჯერადი კვებით. სასტუმროს აქვს ვერანდა კარგი ხედით, აუზი, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი.სასტუმროდან შესაძლებელია ექსკურსიების ორგანიზება შატილსა და გუდანში, ასევე, ჯომარდობა და ცხენებით გასეირნება.

ჩარგალი

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: სოფელი ჩარგალი, ფშავი
საკონტაქტო პირი: მელანო მჭედლური
ტელეფონი: +995 599 15 22 41
სახლში ელემენტარული (საბაზისო) სერვისის პირობებია შექმნილი. სტუმართათვის დათმობილია სამი ოთახი.

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: სოფელი ჩარგალი, ფშავი
საკონტაქტო პირი: თამრიკო ზურაბაშვილი
ტელეფონი: +995 558 37 47 31
სახლი საბაზისო სერვისის პირობებით, სადაც სტუმრებს ეთმობა სამი ოთახი. შესაძლებელია ექსკურსიების ორგანიზება.

ხევსურეთი

კორშა

საოჯახო სასტუმრო „კორშა“
მისამართი: სოფელი კორშა, ბარისახო, ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: მამუკა არაბული, შოთა არაბული
ტელეფონი: +995 599741199; +995 595503134
მთავარი გზის მიმდებარედ, გამწვანებულ ეზოში სტუმართათვის დათმობილია სასტუმრო სახლი 7 საძინებელი ოთახით, მოსასვენებელი კუთხე და საკარვე ადგილი. ეზოში დგას მეორე სახლი მასპინძელი ოჯახის წევრებისთვის. სასტუმრო სახლი მორთულია ხის ელემენტებით, სუვენირებითა და მასპინძლის მიერ შესრულებული ნამუშევრებით. სახლში არის სამზარეულო და მისაღები ოთახი, ასევე, აბაზანა და ტუალეტი. სახლში შესაძლებელია ერთდროულად 18 სტუმრის მიღება. აივნებიდან იშლება ლამაზი ხედი. მასპინძელი გამოცდილია სტუმრების მიღებაში. მას აქვს ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც შესაძლებელია ხელნაკეთობათა შეძენა.

6 საძინებელი 22 საწოლი 2 აბაზანა 1 შხაპი

საოჯახო სასტუმრო
ნანა წიკლაური
2 საძინებელი (1 ოთხადგილიანი, 2 ორადგილიანი) 10 საწოლი 1 აბაზანა 1 შხაპი).

შატილი

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: ზედა შატილი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: მზია წიკლაური
ტელეფონი: +995 599807380
სახლის პატარა, შემოღობილ ეზოში მასპინძელი ოჯახის ნახელავი მოსასვენებელი კუთხეა მოწყობილი. შენობა სამსართულიანია,სადაც 20 სტუმრისათვის 9 საძინებელი, მისაღები ოთახი და სამზარეულო-სასადილო ოთახია გათვალისწინებული. შენობაში 4 სველი წერტილია.

20 საწოლი 9 ოთახი (7 ორადგილიანი, 2 სამსაწოლიანი).

 

საოჯახო სასტუმრო ისტორიულ კოშკში
მისამართი: ზედა შატილი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: დათო ჭინჭარაული (ჯალაბაური)
ტელეფონი: +995 595 67 56 40  www.jalabauri.ge, E-mail: datojalabauri@yahoo.com
საოჯახო სასტუმრო ტრადიციულ ხევსურულ სამსართულიან კოშკს წარმოადგენს. შესასვლელში მოწყობილია მოსასვენებელი კუთხე ტრადიციული ელემენტებით, ამავე სართულზეა საშხაპე და ტუალეტი. მეორე და მესამე სართულებზე 2-2 საძინებელი ოთახია 16 სტუმრისთვის. მესამე სართულზეა აივანი, რომლიდანაც მდინარის ხედი იშლება. სახლს ფანჯრების მაგივრობას ტრადიციული სათოფურები უწევს.

16 საწოლი 6 ოთახი (5 ორადგილიანი, 1 ექვსსაწოლიანი). სერვისი: ცხენით გასეირნება, ველოსიპედი.

 

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: ქვემო შატილი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: ნანა გოგოჭური
ტელეფონი: +995 59999 20 25
კოტეჯის ტიპის სახლი მდებარეობს ცენტრალური გზიდან 20 მეტრში, მდინარის პირას, გამწვანებულ ეზოში საიდანაც მოპირდაპირე ნაპირზე მდებარე შატილის კოშკები მოჩანს. სახლს აქვს პარმაღი, მისაღები და ორი საძინებელი ოთახი, სადაც 12 სტუმრის ადგილია. სახლის გარეთ, კაპიტალურად ნაშენ შენობაში არის სამზარეულო, აბაზანა და ტუალეტი.

18 საწოლი 5 ოთახი (2 სამსაწოლიანი, 3 ოთხსაწოლიანი).

 

საოჯახო სასტუმრო ისტორიულ კოშკში
მისამართი: ქვემო შატილი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: ირმა გიგაური
ტელეფონი: +995 595503622
სახლი ელემენტარული სერვისის პირობებით მდებარეობს ქვემო შატილში, მდინარის პირას. მასთან ხიდის მეშვეობით ხვდებით. აქვს მომცრო შემორაგული ეზო, რომელშიც ფუტკრის სკებია განლაგებული. აქვს მცირედ მოწყობილი პარმაღი. სახლში სტუმრებს ეთმობა სამი საძინებელი, რომელთა ფანჯრები მიშენებულ ღია ნაწილში გადის. აღნიშნულ მიშენებას სასადილო ოთახადაც იყენებენ. სახლის უკანა განყოფილებაში
არის აბაზანა და თურქული ტუალეტი.

15 საწოლი, 6 ოთახი (3 ორადგილიანი, 3 სამსაწოლიანი).

 

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: ქვემო შატილი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: ჟუჟუნა ჭინჭარაული
ტელეფონი: +995 599203208
კოტეჯის ტიპის ხის სახლი მდებარეობს გზიდან 30 მეტრში, საიდანაც კარგად მოჩანს მდინარის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შატილის კოშკები. ეზოში არის კოცონის დასანთები და კარვის გასაშლელი ადგილი. 12 სტუმარს სახლში დათმობილი აქვს 4 ოთახი საბაზისო ელემენტარული პირობებით, 1 აბაზანა და ტუალეტი. სახლის უკან მოწყობილია სამზარეულო.

20 საწოლი 7 ოთახი (3 სამადგილიანი, 3 სამსაწოლიანი, 1 ხუთსაწოლიანი).

 

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: ქვემო შატილი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: შოთა ჭინჭარაული, +995 595 347476
ტელეფონი: +995 594347476
სახლი მდებარეობს ზედა შატილისა და ქვედა შატილის გზაჯვარედინთან ახლოს. მწვანე ეზოში სტუმართათვის დათმობილია ერთი მანსარდიანი სახლი და კოტეჯი. ეზოში ასევე განლაგებულია პირსაბანი, ფაცხები და ფუტკრის სკები. სახლის უკანა ნაწილში არის კიბე და მცირე აივანი, რომლის გავლითაც ზედა სართულზე მდებარე საძინებლებშიც მოხვდებით. აქ 11 სტუმარს 4 ოთახი ეთმობა. კოტეჯში 8 სტუმრის მოთავსება შეიძლება 2 იზოლირებულ ოთახში (თუმცა კოტეჯში 3 საძინებელია).

23 საწოლი, 12  ოთახი (2 ერთსაწოლიანი, 9 ორადგილიანი, 1 სამსაწოლიანი).

 

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: ზედა შატილი. ხევსურეთი

საკონტაქტო პირი: მაყვალა დაიაური, +995 599 473526
ორსართულიანი სახლი გარშემორტყმული დაბალი ღობით და პატარა, მოკირწყლული ეზოთი. სახლის ქვედა სართული ნახევრად მიწურია. 10 სტუმარს ეთმობა სამი საძინებელი ოთახი, სასადილო და სასტუმრო ოთახი. სასტუმრო ოთახის აივანი მდინარეს გადაჰყურებს.

20 საწოლი, 7  ოთახი (5 ორადგილიანი, 1 სამსაწოლიანი, 1 ხუთსაწოლიანი).

 

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: ზედა შატილი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: მიხეილ ჭინჭარაული
ტელეფონი: +995 595503798
ორსართულიან სახლში სტუმრებისთვის დათმობილია 4 ოთახი, სასტუმრო და სასადილო ოთახი — გაფორმებული ტრადიციული ელემენტებითა და ბუხრით. მასპინძელი ადგილობრივი ექიმია და მთელი წლის განმავლობაში შატილში იმყოფება.სახლს უკან მოზრდილი ეზო აქვს.

30 საწოლი  11 ოთახი (6 ორადგილიანი, 2 სამსაწოლიანი, 3 ოთხსაწოლიანი).

 

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: ზედა შატილი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: ვაჟა ჭინჭარაული
ტელეფონი: +995 595503657
სახლს გზის მხრიდან აქვს პატარა შემოღობილი ეზო, ხოლო უკან მცირე აივნები. შენობა ორსართულიანია, მანსარდით; ოთხ საძინებელ ოთახში შესაძლებელია 9 სტუმრის განთავსება. პირველ სართულზე დიდი სასადილო ოთახია ბარით და სამზარეულოთი. მასპინძელს აქვს ტურისტების მიღების მრავალწლიანი გამოცდილება. ასევე ე.წ კოშკების მიდამოებში აქვს საკუთარი კოშკი, სადაც ქირავდება ოთახები სტუმართათვის.

12 საწოლი 4 ოთახი (1 ორადგილიანი, 2 სამსაწოლიანი, 1 ოთხსაწოლიანი).

 

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: ზედა შატილი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: მზია ჭინჭარაული
ტელეფონი: +995 595518452
სახლს გზის მხრიდან პატარა შემოღობილი ეზო აქვს. სტუმართათვის 4 საძინებელი ოთახია, სადაც შესაძლებელია 14 ადამიანის განთავსება. მასპინძელს აქვს ტურისტების მიღების მრავალწლიანი გამოცდილება.

10 საწოლი 3 ოთახი (1 ორადგილიანი, 2 ოთხადგილიანი).

 

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: ზედა შატილი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: შორენა ჭინჭარაული
ტელეფონი: +995 598370317  E-mail: shorenaliqokeli@mail.ru
სახლი ძველი კოშკების მიდამოში მდებარეობს და ტრადიციულ ხევსურულ სამსართულიან კოშკს წარმოადგენს. სამივე სართულზე არის 2-2 საძინებელი 12 სტუმრისათვის. ქვედა სართულზე არის 2 სველი წერტილი, ორივე — აბაზანითა და ტუალეტით.მეორე და მესამე სართულებს აქვს აივნები, რომლებიდანაც მდინარის ხედი იშლება. სახლის უკან მოწყობილია სამზარეულო.

18 საწოლი 9 ოთახი (ორადგილიანი).

 

საოჯახო სასტუმრო
საკონტაქტო პირი: შოთა ჭინჭარაული, +995 599 057125.
11 საწოლი , 3  ოთახი (1 ორადგილიანი, 1 ოთხსაწოლიანი, 1 ხუთსაწოლიანი).

 

 

საოჯახო სასტუმრო
საკონტაქტო პირი: დალი ჭინჭარაული, +995 599 535801
20 საწოლი, 6 ოთახი (1 ორადგილიანი, 3 სამსაწოლიანი, 1 ოთხსაწოლიანი, 1 ხუთსაწოლიანი).

 

საოჯახო სასტუმრო
საკონტაქტო პირი: მაყვალა ჭინჭარაული, +995 555 252580
34 საწოლი, 12 ოთახი (5 ორადგილიანი, 6 ოთხსაწოლიანი).

 

საოჯახო სასტუმრო
საკონტაქტო პირი: ნუგზარ ჭინჭარაული
14 საწოლი, 4 ოთახი (1 ორადგილიანი, 2 სამადგილიანი, 1 ექვსსაწოლიანი).

გუდანი

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: სოფელი გუდანი. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: ძილა ჭინჭარაული
ტელეფონი: +995 593301170
სახლი მონიშნული ტურისტული ბილიკის სიახლოვეს მდებარეობს. სახლის შემოგარენი ტრადიციული წესით არის მოპირკეთებული. აქვს დიდი აივანი მშვენიერი ხედით. აქ 14 სტუმარს 5 ოთახი ეთმობა. ქვედა სართულის შესასვლელში მოწყობილია ტრადიციული სამოსისა და მოსართავების კუთხე. ამავე სართულზე არის სველი წერტილი — აბაზანა, ტუალეტი. მასპინძელი გამოცდილია სტუმრების მიღებაში. აქვს საკუთარი, ადგილობრივი პროდუქტი და ასევე გუდანის ზედა მხარეს სასადილოსაც უძღვება.

5 საძინებელი (2 ორადგილიანი, 1 სამადგილიანი, 2 ოთხადგილიანი), 15 საწოლი 2 აბაზანა 2 შხაპი

როშკა

საოჯახო სასტუმრო
მისამართი: სოფელი როშკა. ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: შოთა წიკლაური
ტელეფონი: +995 599399789
სახლი მდებარეობს სოფელ როშკის უმაღლეს წერტილში, ტურისტული ბილიკის სიახლოვეს. სახლი ორსართულიანია და აქვს აივანი, რომლიდანაც იშლება ულამაზესი ხედი სოფელზე. აივანზე მოწყობილია ტრადიციული კუთხე. სახლის პირველ სართულზე დიდი სასადილო ოთახი და სამზარეულოა. მეორე სართულზე არის 13 სტუმრისთვის განკუთვნილი 4 საძინებელი და მისაღები ოთახი. შენობის გარეთ არის კაპიტალურად ნაშენი სველი წერტილი ორი განყოფილებით: აბაზანა და ტუალეტი პირსაბანით.

11 საძინებელი (8 ორადგილიანი, 2 ოთხადგილიანი, 1 სამადგილიანი) 27 საწოლი/სტუმარი 4 აბაზანა(WC) 3 შხაპი

სერვისი: ცხენით გასეირნება.
ოთახები

საოჯახო სასტუმრო
საკონტაქტო პირი: მინდია წიკლაური
5 საძინებელი (2 სამადგილიანი, 3 ორადგილიანი) 12 საწოლი 2 აბაზანა 2 შხაპი

ბარისახო

საოჯახო სასტუმრო “ლულუ”
საკონტაქტო პირი: ლელა გაბური
3 საძინებელი (2 ორადგილიანი, 1 სამადგილიანი) 7 საწოლი 1 აბაზანა 1 შხაპი

 

საოჯახო სასტუმრო
ლამარა არაბული
3 საძინებელი (3 ორადგილიანი) 13 საწოლი 1 აბაზანა 1 შხაპი

ატაბე

საოჯახო სასტუმრო “ატაბე”
საკონტაქტო პირი: დათო გოგოჭური
3 საძინებელი (3 ორადგილიანი) 6 საწოლი 1 აბაზანა 1 შხაპი

ჯუთა

კემპინგი „ზეთა“
მისამართი: სოფელი ჯუთა, სტეფანწმინდა
საკონტაქტო პირი: ანანო არაბული
ტელეფონი: +995 577501057
www.zeta.ge
www.facebook.com/zetacamping
ბანაკი „ზეთა“ ზღვის დონიდან 2 300 მეტრ სიმაღლეზე, კლდოვანი მასივი ჭაუხის ძირში მდებარეობს. თბილისიდან ბანაკამდე 200 კილომეტრია. აქ სტუმართათვის დათმობილია კოტეჯი 15 საწოლი ადგილით, კარვები 25 ადგილით და „ჯეო-სფერო” 16 ადგილით. ბანაკის ტერიტორია კეთილმოწყობილია. ფუნქციონირებს კაფე. „ზეთა“ დამსვენებელს სთავაზობს საფეხმავლო, ალპინისტურ, საცხენოსნო და ექსტრემალურ ტურებს. ტურისტული სეზონია ივნისი-ოქტომბერი.

სასტუმრო სახლი
მისამართი: სოფელი ჯუთა, სტეფანწმინდა
საკონტაქტო პირი: იაგო არაბული
ტელეფონი: +995 599533239
სასტუმრო სახლი გთავაზობთ განთავსებას საუზმით. აქ ერთდროულად შესაძლებელია 10 დამსვენებლის მიღება.

სასტუმრო „ჯუთა“
მისამართი: სოფელი ჯუთა, სტეფანწმინდა
საკონტაქტო პირი: ნანული არაბული
ტელეფონი: +995 595455558
www.facebook.com/pages/JUTA-HOUSE
სასტუმროში დამსვენებელთათვის დათმობილია 9 ოთახი, მათ შორის 7 ორადგილიანი და 2 სამადგილიანი ოთახი. შესაძლებელია დამატებითი საწოლების გამოყენებაც.

სასტუმრო „მეხუთე სეზონი“
მისამართი: სოფელი ჯუთა, სტეფანწმინდა
საკონტაქტო პირი: გელა არაბული
ტელეფონი: +995 555011515
www.facebook.com/fifth.season.juta
სასტუმროში ტურისტებისთვის განკუთვნილია 20 ადგილი. რეგიონში ჩასული დამსვენებლებისთვის ფუნქციონირებს კაფე.

 

საოჯახო სასტუმრო სახლების დაჯავშნა
სასტუმრო სახლების დასაჯავშნად შესაძლოა პირდაპირ მასპინძელს დაუკავშირდეთ, ან მიმართოთ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოს „შატილი ტური“ www.shatilitour.ge

ტელეფონი: +995 551 943446; +995 598 196569
ფშავ-ხევსურეთის საოჯახო სასტუმრო სახლების დაჯავშნა შესაძლებელია „ელკანას“ და ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრის მეშვეობით. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“

ტელ: +995 32 2536487
info@ruraltourism.ge ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრი.
ტელ: +995 599 275010
info@ecotourism.ge

ფასები
სასტუმროში ღამის გათევის ფასი ერთ კაცზე 25-65 ლარის ფარგლებში მერყეობს საუზმის ჩათვლით. დამატებით, მოთხოვნის შესაბამისად, ყველა მასპინძელი ამზადებს სადილს, საგზალს (პიკნიკისათვის) და ვახშამს.

კვების ობიექტები – შატილი
მისამართი: ქვემო შატილი, ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: ირმა გიგაური
ტელეფონი: +995 595503622
ქვედა შატილი, სახლთან ხიდის მეშვეობით მოხვდებით. აქვს მომცრო შემორაგული ეზო, არის სასურსათო მაღაზია და კაფე.

მისამართი: ქვემო შატილი, ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: ნანა გოგოჭური
ტელეფონი: +995 599 99 20 25
კოტეჯის ტიპის სახლი მდებარეობს შატილის კოშკების მოპირდაპირე მხარეს, მდინარის ნაპირას. შესაძლებელია კვების უზრუნველყოფა წინასწარი შეკვეთით.

ივანა ბურსიკოვა, ხათუნა ჭინჭარაული, შუქია წიკლაური

ფოტოსურათები – ხათუნა ჭინჭარაული

Сохранить

Сохранить

Сохранить

Сохранить