რა უნდა ნახო
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
მისამართი: სოფ. ჩარგალი, ფშავი
საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი: (+995 55) 12 75 27 ლელა რაზიკაშვილი
lelaraz@yahoo.com
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2008 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას (1861-1915 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და XX ს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტომასალა
და სხვა.
კორშას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმის განყოფილება)
მისამართი: სოფელი კორშა, ბარისახო.
ტელეფონი: +995 95 503 134 შოთა არაბული
მუზეუმში დაცულია ხევსურული ყოფის ამსახველი XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, სპილენძის ჭურჭელი, ასევე ფოტომასალა, რომელიც ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, შოთა არაბულის ფერწერული
ტილოები.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
სუვენირები
რეგიონში ჩამოსული სტუმრისათვის ყველაზე პოპულარული სუვენირი ხელნაკეთი ნივთებია (ნაქსოვი წინდები, თავშლები, ხალიჩები, ნახატები, თიხის ნაკეთობები და სხვა), რომლის შეძენა შესაძლებელია როგორც ოჯახებში, ისე ადგილობრივ სახელოსნოებში.
სახელოსნო-მაღაზია „ხვარამზე“
www.khvaramze.ge
ქალაქი დუშეთი, რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი
„არაბული არტჰაუსი“
მისამართი: სოფელი ჩირდილი, ხევსურეთი
საკონტაქტო პირი: ბერდია არაბული, +995 59562 63 77 ნინო არაბული +995 56898 01 04, +995 55526 33 68
narabuli@gmail.com,
www.facebook.com/ArabuliArtHouse
„არაბული არტჰაუსი“, როგორც კულტურის ცენტრისა და სასტუმრო სახლის, მთავარი ფუნქცია არის ხევსურეთში არსებული ეთნო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შესწავლა, შენახვა, განვითარება და იქ ჩასული სტუმრების თუ ფართო საზოგადოებისთვის სათანადოდ გაცნობა. „არაბული არტჰაუსი“ მოიცავს სახელოსნოებს.
ადგილობრივი ტურისტული სააგენტო „შატილი ტური“ გთავაზობთ ეკო და ველომარშრუტებს, ქვეითად სასიარულო და კულტურულ ტურებს ფშავ-ხევსურეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
ტელეფონი: +995 551 943446; +995 598 196569
shatilitours@gmail.comwww.shatilitour.ge
ეთნოტურისტული კომპლექსი “ოქროს აკვანი”
ხევსურეთში გამგზავრებისას გირჩევთ ესტუმროთ დავით ლუკა ქაფიაშვილის ეთნოტურისტულ კომპლექსს “ოქროს აკვანი”. ხევსურულ-შოტლანდიურ სტილში მოწყობილი რეკრეაციული ზონა ცაში აზიდული კოშკებითა და ორიგინალური არქიტექტურით სასიამოვნო სანახაობას გპირდებათ. თქვენ შეიგრძნობთ მთის სულს, ფშავ-ხევსურულ სტუმარ-მასპინძლობასა და ტრადიციებს. თუ გაგიმართლებთ,შესაძლოა ადგილობრივი დღესასწაულის მონაწილეცგახდეთ, რადგან მასპინძელი ხშირად მართავს ფშავ-ხევსურების მონაწილეობით
ადგილობრივ დღეობებსა და სანახაობებს.
მისამართი: ბაზალეთის ტბა, დუშეთის მუნიციპალიტეტი
საკონტაქტო პირი: დავით ლუკა ქაფიაშვილი
ტელეფონო: +995 599 61 62 30
www.facebook.com/davidluka.kapiashvili
არაგვის სათავგადასავლო ცენტრი
ფშავში გამგზავრებისას ჯომარდობისა და ველოტურების მოყვარულებს გირჩევთ ესტუმროთ არაგვის სათავგადასავლო ცენტრს. ცენტრი სოფელ თვალივში, თბილისიდან 70 კმ მანძილზე მდებარეობს. აქ შესაძლებელია ნავის, საჯომარდო აღჭურვილობის, ველოსიპედების, კარვების და საძილე ტომრების დაქირავება. ასევე გიდი/ინსტრუქტორის მომსახურებით და საკარვე ადგილით სარგებლობა.
მისამართი: სოფელი თვალივი, ფშავი
საკონტაქტო პირი: სოსო მექვევრიშვილი
ტელეფონო: +995 555 29 82 97, +995 597 29 82 97
info@adventure-center.ge
soso.mekvevrishvili@gmail.com
www.adventure-center.ge Facebook: Aragvi Adventure Center
ბიომეურნეობა — “მთის პროდუქტები”
ვაკისოფელი, უკანაფშავი (სოფელორწყლის გადასახვევიდან 19 კმ მანძილზე)
საკონტაქტო პირი: ნოდარ ტოხოსაშვილი
ტელეფონი: +995 598585733