სახალხო დღესასწაულები

„ვაჟაობა“ გენიალური მწერლის — ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაა. სოფელ ჩარგალში (ფშავი), მწერლის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ყოველწლიურად (ზაფხულში ან შემოდგომაზე) იმართება ტრადიციული, სოფლის პროდუქტისა და ხელსაქმის ნამუშევრების გამოფენა-დაგემოვნება, დოღი, ფოლკლორული სანახაობა. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მწერლები, პოეტები, მსახიობები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს კითხულობენ.

„შატილობა“ ყოველწლიურად ივლისში იმართება. ხევსურულ ქვითკირში, კოშკებში, სადაც ამჟამად სასტუმროებიც არის განთავსებული, ეწყობა ხელსაქმის ნამუშევრების ტრადიციული გამოფენა, კუთხური სამზარეულოსა და ხევსურული ლუდის დაგემოვნება. სიმღერებისა და ლექსების ფონზე იმართება ლხინი და სპორტული სანახაობა — დოღი.

სხვა ადგილობრივი დღესასწაულებია რელიგიური დღესასწაული „კოპალობა“ — მოძრავი, ფშავი;
სახალხო დღესასწაული „ვაჟას დღეები“ — ივნისი, ჩარგალი;
სახალხო დღესასწაული „მიშა ხელაშვილის დღეები“ — ივნისი, უკანაფშავი;
სახალხო დღესასწაულები „ლაშარობა“ და „ცაბაურთა“ — მოძრავი, ფშავის სოფლები;
რელიგიური დღესასწაული „ათენგენობა“ — მოძრავი, ხევსურეთი.

კომენტარის დატოვება