ხალხური რეწვა და ჩაცმულობა
ხალხური რეწვის მდიდარი ტრადიციები განსაკუთრებით კარგად შემოინახა მთის სოფლებმა. მთის ქალებისთვის ხელსაქმეში დაოსტატება აუცილებელი მოვალეობა იყო, ამიტომ ისინი მატყლის დამუშავებასა და ღებვას ბავშვობიდანვე სწავლობდნენ. ქსოვილებსა და ძაფებს მთიული ქალები ბუნებრივი საღებავებით ღებავდნენ, რასაც „ტუ- ტსიღებვა“ ეწოდებოდა.
ფშავ-ხევსურეთში ტანსაცმელი ადგილობრივი შალისგან იკერებოდა. ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია, სამა- გიეროდ გამძლეა და დიდხანს ინახება.
ქართული ხალხური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშია ხევსურული სამოსელი — „ტალავარი“, რომელიც შავი ან მუქი ლურჯი ტოლისაგან (შალი) იკერებოდა. ქალის სამოსიდან მთავარია “სადიაცო” კაბა და მოსასხამი “ქოქოლო”, რომელიც უფრო მოკლეა, წელში გამოყვანილი და გეომეტრიული ორნამენტის რთული აპლიკაციით, ნაქარგებითა და მძივებით არის მორთული. ასევე, ირთვებოდა სპილოს ძვლის ღილებითა და ლითონის მონეტებით, რომელსაც საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. თავისებური იყო ქალის თავის მორთვის წესიც, რომელიც გათხოვილი და მგლოვიარე ქა- ლისთვის განსხვავებული იყო. ნაქარგობით იყო შემკული მამაკაცის სამოსიც „სამხედრონი“, რომელიც დაფარული იყო ჯვრისა და მნათობთა სიმბოლოებით. მას მოჰყვებოდა საომარი აბჯარი: ჯაჭვის პერანგი — ფარხმალი და ჩაჩქანი. სამოსის განუყოფელი ნაწილი იყო ნაქსოვი წინდები — პაჭიჭები და „თათები“, რომელსაც ძირზე ტყავი ეკერება.
ფშაური სამოსი მთიულურს წააგავს. ფშავში შალის მთლიან კაბას „ჯუბას“ უწოდებენ. ჯუბის შემდეგ შემოიღეს ქსოვილის როგორც მთლიანი, ასევე ქვედა დანაოჭებული კაბები, რომლის გარეთ ჩასაცმელად „ფაფანაგს“ იკერავდნენ. ფაფანაგი კაბაზე მოკლე, წელში დანაოჭებული, იღლიის ქვეშ გახსნილი მოსაცმელია, რომელიც შემკულია ღილებითა და მონეტებით. ჯუბის ქვეშ ქალის სამოსი შედგებოდა პერანგისგან, რომელზეც ზემოდან იცვამდნენ „საგულეს“ — მოკლე, გრძელმკლავიან ზედატანს. წელზე ქამარს, თავზე კი „თავჩითას“ ატარებდნენ.
ზამთარში სადიაცოზე ტყავს იცვამ- დნენ, რომელიც ცხვრის ბეწვჩაბრუნებული ტყავისაგან იკერებოდა. ტყავი წელიანი და მოკლე იყო. ფშაველ და ხევსურ ქალებს სამკაულიც უყვარდათ და გულ-მკერდი ვერცხლის შიბით ჰქონდათ შემკობილი, რომელზედაც ასხმული იყო ვერცხლის ფულები და ჯვრები. ქალის სამოსს ამშვენებდა ტყავის ან ვერცხლის ბალთიანი ქამარი.
მამაკაცების სამოსი იყო „სამხრე“ — ჭრელი პერანგი, „საგულე“ ახალუხი და ჩოხა — წელში გამოყვანილი, რომელსაც ბეჭებზე ჯვარსახოვანი დეტალები აქვს გამოსახული. კაცის სამოსის განუყო- ფელი ატრიბუტი იყო ვერცხლის ქამარ-ხანჯალი და ნაქსოვი წინდა, ხარის ტყავის ქალამანი და ნაბდის ქუდი. ორნამენტისა და ბუნებრივი საღებავებით მიღებულ ფერთა შეხამების თავშეკავებული ხასიათი, რომელიც არასოდეს გადადის მომეტებულ სიჭრელეში, ქართული ხელოვნების ზოგადი ნიშანია, რაც ყველა კუთხის ადგილობრივ ხალხურ სამოსში თავისებურადაა ასახული.
ადგილობრივი რეწვის მნიშვნელოვანი დარგია ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვა, რომლისთვისაც სახასიათოა ჯვარედინი სახეების რთული კომბინაციები. წამყვანი ფერებია: თეთრი, შავი, მწვანე, ლურჯი, მუქი წითელი და ყვითელი.
ხანგრძლივი ტრადიცია აქვს ხის დამუშავებასაც. ამას მოწმობს რექეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მოჩუქურთმებული ტახტ-სავარძლები და სარეცლის ფეხები, ხის საცხოვრე- ბელ და საკულტო ნაგებობებში გამოყენებული გრაფიკული ჩუქურთმები.