ხევსური “აქიმნი”/მედიცინა
განსაკუთრებით ცნობილი იყვნენ ხევსური აქიმნი, დოსტაქრები (ექიმები), რომლებიც ურთულეს ოპერაციებს აკეთებდნენ, მათ შორის — თავის ქალის ტრეპანაციებსაც. ადგილობრივი “აქიმნი” ინახავდნენ მკურნალობის საიდუმლოებებს და მემკვიდრეობით გადასცემდნენ მომავალ თაობებს. მკურნალობებში იყენებდნენ ბუნებრივ საშუალებებს: თაფლს, სანთელს, მცენარეებს, ფრინველებისა და ცხოველების სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, შარდს, ქვებს და ა.შ. გაუტკივარებისთვის (`ანესთეზიისთვის~) მიმართავდნენ მწარე არაყს, ე.წ “წინწარა- ქალს”.