სამგლოვიარო რიტუალი
ფშავ-ხევსურეთში ოდითგანვე დიდი ყურადღება ეთმობა დაკრძალვისა და გლოვის წესებს. მიცვალებულის დაფასების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოსახულება მისი ხმით დატი- რებაა. ეს არა მხოლოდ მწუხარების გამოხატვაა, არამედ ქებაც მიცვალებულისა, რომელსაც მტირალი ქალები ლექსდ წარმოთქვამდნენ. ხევსურეთში წლისთავამდე გრძელდებოდა გარდაცვლილის `ტალავართ გაშლა~ და გლოვა. მიცვალებულის სახელზე ილოცებოდა წყარო. იკურთხებოდა ცხენი და გარდაცვალებიდან წლისთავამდე იმართებოდა დოღი.
ადგილობრივ ტრადიციებში განსაკუთ- რებული ადგილი სტუმარ-მასპინძლობის წესს უჭირავს, რომლის მიხედვითაც სტუმარი, თუნდაც მოსისხლე მტერი, ღვთისგან მოვლენილია და მისი პატი- ვისცემა მასპინძლის უპირველეს მო- ვალეობას წარმოადგენს. აღნიშნული ადათი უკვდავყოფილია ვაჟა-ფშაველას პოემაში „სტუმარ-მასპინძელი“.
განსაკუთრებული მეგობრობის აღსა- ნიშნავად მთაში გავრცელებული იყო „ფიცვერცხლის ჭამის“ ადათიც: მეგობრები სასმისში ვერცხლს ჩათლიდნენ და ხევისბერის დალოცვის შემდეგ შესვამდნენ, რის შემდეგაც ისინი ძმადნაფიცები ხდებოდნენ და ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდში დგომა ევალებოდათ.